ხუდონის პროექტი

​ჰიდროენერგია, როგორც ყველაზე სუფთა, ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო - ენერგიის წყარო - მიჩნეულია იდეალურ განახლებად საწვავად.

 

ჩვენი გუნდის წევრებს გააჩნიათ მაღალი დონის კვალიფიკაცია ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის 50 წლიანი გამოცდილებით,...

სიახლეები

26.03.2014 ხუდონის პროექტის განმხორციელებელი კომპანიის “ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას” ინვესტორები მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მე 60 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის მფლობელი ვარ. ამ 60 წლის განმავლობაში 30-მდე ნაგებობის მშენებლობა გვაქვს განხორციელებული. როდესაც ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, ვიცოდით რასაც ვეჭიდებოდით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროექტის განხორციელებას ყველა სტანდარტის დაცვით შევძლებთ. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება, სწორედ ამიტომ, ჩატარებულ კვლევებში უამრავ საერთაშორისო და ცნობილ ორგანიზაციას აქვს მონაწილეობა მიღებული”,- განაცხადა მოჰინდერ ვერმამ. ”როგორც კი მშენებლობის ნებართვა გვექნება, სერიოზულ და ცნობილ ინვესტორებს მოვიზიდავთ, ამისთვის საკმარისად გვაქვს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური რესურსი. აქვე გეტყვით, რომ ხუდონჰესზე გაცილებით დიდი მასშტაბის პროექტები გაგვიხორციელებია და ძალიან დიდი წარმატებით”, – აღნიშნავს ბუპენდრა კანსაგრა. სრულად

 

 

 

 

 

 

16.01.2014 ხუდონჰესი მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებების შემდეგ მაინც აშენდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხუდონჰესთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შეკითხვები, ამ საკითხთან დაკავშირებით, არცერთ მხარეს არ უნდა დარჩეს. "მე ვიყავი ჩასული მესტიაში, სადაც შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და ვთქვი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ, სახელმწიფომ უნდა შევასრულოთ ისეთი როლი, რომ არცერთი მხარე დაზარალებული არ დარჩეს. არც ინვესტორი, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი, და ასევე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის ჩვენი ბუნება, მოსახლეობა და მოქალაქეები. სრულად

Address: თბილისი, ჩიტაძის ქ. 11, ოფისი # 10. 0114 Tel/Fax +995 32 225 88 68 E-mail: info@transelectrica.ge